ლამბორგინი ურაკან პერფორმანტე რეკორდს უმიზნებს
ლამბორგინი ურაკან პერფორმანტე რეკორდს უმიზნებს
17.03.2017
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა და ხმებიც კი გავრცელდა იმის შესახებ, რომ კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილმა ავტომობილმა, სერიული ავტომობილების ახალი რეკორდი დაამყარა. ოღონდ, ეს ჯერ არაოფიციალური ინფორმაციაა.

სანამ ეს ამბავი დადასტურდება, იტალიელებმა ავტომობილი ჟენევის ავტოშოუზე წარმოადგინეს.
  • ეს არის 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავით აღჭურვილი ავტომობილი, რომლის განკარგულებაშიც, 640 ცხენის ძალა და 600 ნიუტონმეტრია.
Auto Bild

ამგვარად, მისი ძრავა 30 ცხენის ძალით და 40 ნიუტონმეტრით მეტს იძლევა, ვიდრე „ურაკან LP610-4-ის“ შემთხვევაში. „ურაკან პერფორმანტეს“ ადგილიდან 100-ის ასაკრეფად 2.9 წამი ჰყოფნის, 200-ს კი 8.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე 325 კილომეტრია საათში.

სიმძლავრის მატებას ინჟინრებმა ჰაერის ამღების დახვეწით, გამოსაბოლქვი სისტემის მოდიფიცირებით, ტიტანის სარქველების დაყენებით და შემშვებ და გამომშვებ სისტემებში საწვავის ნარევის და გამონაბოლქვის დინამიკის ოპტიმიზაციით მიაღწიეს. გაუმჯობესებული დინამიკური მახასიათებლები კი, ძრავის გაძლიერებასთან ერთად, ავტომობილის 40 კილოგრამით შემსუბუქების დამსახურებაცაა.

Auto Bild

მოდიფიკაცია ჩაუტარდა 7-საფეხურიან ორქუროიან ტრანსმისიას და საკიდარსაც, რომელიც უფრო გახისტდა, რისი წყალობითაც, ავტომობილი მოსახვევებში უფრო სწრაფი და მდგრადია. კალიბრაცია თავიდან ჩაუტარდა მართვის მექანიზმის ელექტრომექანიკურ გამაძლიერებელს და სტაბილურობის ელექტრონულ კონტროლს.

დაიხვეწა სრულამძრავიანი სისტემაც, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში, ბორბლების უკეთეს ჩაჭიდებას უზრუნველყოფს. ავტომობილი უფრო ეფექტიანი მუხრუჭებით აღიჭურვა, რისი წყალობითაც, 100 კმ/სთ-დან სრულ გაჩერებამდე, 31 მეტრი (სტანდარტულ ურაკანზე 0.9 მეტრით ნაკლები) ჰყოფნის.

Auto Bild

გარდა ამისა,“ურაკან პერფორმანტე“ განსხვავებული აეროდინამიკური ელემენტებითაც არის ეკიპირებული. მათ შორისაა წინა და უკანა სპოილერები, ძრავის კაპოტი, ასევე უკანა ბამპერი დიფუზორით. ავტომობილს აქვს ჰაერის ამღები ახალი ჭრილები და აქტიური მისაფარი დაფები. უკან მოზრდილი ფრთა განლაგდა.

კომპანია აცხადებს, რომ „ურაკან პერფორმანტე“ ლეგენდარულ მოდელ „დიაბლოს“ გამოსვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
  • ევროპის ბაზარზე მისი ფასი 195 040 ევროა.
Auto Bild

ასევე იხილეთ:
გაიცანით: ახალი ლამბორგინი ავენტადორ S – 740 ცხენით და 4X4!
Auto Bild


მანქანას რაღას ერჩოდნენ?
ლამბორგინის საჩვენებელი „დასჯა“ ტაივანში

Auto Bild


ნაკლები წონა, მეტი სიამოვნება:
ლამბომ Huracán Superleggera დააანონსა!

Auto Bild


როგორ ერთობა ორი ბებო ლამბორგინით (+ VIDEO)
Auto Bild


Lamborghini Huracan: მწვანე მონსტრი იტალიიდან (+ VIDEO)
Auto Bild


5 საუკეთესო ჰიპერქარი დღესდღეობით
Auto Bild


შემზარავი ავარია ახალი ლამბორგინით (+ VIDEO)
Auto Bild


ყველაზე სწრაფები მსოფლიოში - 200 კმ/სთ 8,2 წამში!
Auto Bild


მხითარიანმა 400 000-ევროიანი ლამბორგინი შეიძინა
Auto Bild


ლამბორგინის SUV-ს 2018 წელს ვნახავთ!
Auto Bild


სპორტქარები 1000-ზე მეტი ცხენის ძალით
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-03-27 08:46:10
წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, ”ჰონდას” კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა
article image
Cat Image
2017-03-27 06:42:59
”ლენდ როვერმა” ახალი Discovery გამოუშვა და მსოფლიოში საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებს. ცხადია, ჩვენ ეს უნდა გადაგვემოწმებინა...
article image
Cat Image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სხვა სიახლეები
25.05.2015
”მერსედესმა” M-კლასი გადაამუშავა და GLE დაარქვა. სიახლეა Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც
სრულად
17.04.2015
Active Tourer დააგრძელეს და ესეც ასე: BMW-ს პირველი ვენი მზადაა!
სრულად
03.04.2015
საინტერესო დიზაინი, თანამედროვე ტექნიკა, მისაღები ფასი - ახალი Superb შეტევაზე გადადის!
სრულად
ახალი ნომერი