სუბარუმ ბობსლეის ტრასა დაიპყრო - აი, რა შეუძლია WRX STI-ს!
სუბარუმ ბობსლეის ტრასა დაიპყრო - აი, რა შეუძლია WRX STI-ს!
20.03.2017
„ლენდ როვერის“ მთის ფერდობზე დაშვების სარეკლამო ტრიუკი გადამდები აღმოჩნდა - მსგავსი აქციის ჩატარება „სუბარუმაც“ გადაწყვიტა , რომელმაც ოდნავ განსხვავებული გზა აირჩია და შვეიცარიის სამთო კურორტ სენ მორისის ბობსლეის ოლიმპიური ტრასაზე დასაშვებად, მოდელი WRX STI გამოიყვანა.

იაპონურმა კომპანიამ ავტომობილის მართვა მარკ ჰიგინსს მიანდო, ვინც პოპულარულ ტრეკ „აილ ოფ მენ-ის“ რეკორდის (ავტომობილებში) მფლობელია. ავტომობილი სპეციალურად მოამზადა კომპანია „პროდრაივმა“, რომელთან ერთადაც, იაპონურ კომპანიას რალის მსოფლიო ჩემპიონატი კონსტრუქტორთა შორის, სამჯერ აქვს მოგებული.

Auto Bild

„სუბარუ WRX STI-ს“ მცირე მოდიფიკაცია ჩაუტარდა. კერძოდ, გაძლიერდა კოკპიტის დამცავი კარკასი. ასევე შეიცვალა შასის და ძარის კომპონენტები. ავტომობილი სპეციალურ, ყინულზე რბოლისთვის განკუთვნილ საბურავებზე დააყენეს. თითოეულზე 400 ბუნიკია ასხმული, რომელთა სიგრძე 7 მილიმეტრია. მოდიფიკაცია ჩაუტარდა საკიდარსაც, რომელიც უფრო ხისტი გახდა.

Auto Bild
  • მოდიფიკაცია ჩაუტარდა ძრავასაც. „სუბარუს“ მისი მონაცემები არ დაუზუსტებია. ცნობილია, რომ ჰიგინსი ტრეკ „მენის კუნძულზე“ რეკორდული გარბენისას, 600-ცხენისძალიან WRX STI-ს მართავდა.
Auto Bild

პირვანდელი გეგმით, „სუბარუს“ სურდა, რომ ბობსლეის ტრეკზე მანქანით დაშვების საშუალება, ჰიგინსის გარდა, რამდენიმე საავტომობილო ჟურნალისტისთვისაც მიეცა, მაგრამ პირველივე დაშვებისას სავტომობილი ისე დაზიანდა, რომ ასპარეზობა აღარ გაგრძელებულა. ჰიგინსიც ამბობდა, რომ ბოლომდე არ იყო დარწმუნებული თავის წარმატებულ დაშვებაში.

Auto Bild

ჰიგინსმა სტარტი 1 852 მეტრის სიმაღლეზე აიღო. ტრასის სიგრძე 1722 მეტრია. მას აქვს 14 სახელიანი მოსახვევი. სტარტსა და ფინიშს შორის ამპლიტუდა 130 მეტრია. ბობი მასზე 133 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. რა სიჩქარეს მიაღწია ჰიგინსის ავტომობილმა, „სუბარუს“ არ დაუზუსტებია.

იხილეთ ვიდეო


ასევე დაგაინტერესებთ:
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში
ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ

Auto Bild


თქვენ როგორი ავტომოყვარული ხართ?
ავტომობილისტების კლასიფიკაცია და მძღოლების ტიპები

Auto Bild


ჯერემი კლარკსონის საყვარელი ავტომობილები - TOP 10
Auto Bild


ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
„მერსედესმა“ თავის ლუქს-კლასის ბრენდ „მაიბახის“ უგზოობის მოდელი „G650 ლანდოლე“ რამდენიმე თვის წინათ გაგვაცნო.
სრულად
22.05.2017
სათაურის წაკითხვის შემდეგ ალბათ იფიქრეთ, რომ ჩინური ელექტრომობილი უნდა გაგაცნოთ, რადგან ყველაზე იაფი ელექტრომობილები სწორედ ჩინეთში იწარმოება, მაგრამ არა
სრულად
22.05.2017
BMW-ს კაბრიოლეტებთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს.
სრულად
ახალი ნომერი