ფერარის შეფმა ლამბორგინის დასცინა
ფერარის შეფმა ლამბორგინის დასცინა
20.03.2017
ერთხელ ფრენკ სინატრას უთქვამს: „როცა რამე გინდა, „ფერარის“ ყიდულობ. ხოლო როცა რამეს წარმოადგენ, „ლამბორგინის“ ირჩევ“. მაგრამ მის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება „ფერარის“ მთავარი შეფი სერჯო მარკიონე. ჟენევის ავტოშოუზე ბრიტანულ გამოცემა Car Magazine-თან საუბრისას მან თქვა, რომ ბევრი „ლამბორგინის“ მხოლოდ იმიტომ ყიდულობს, რომ მათ არ შეხვდათ „ფერარი“.
  • „სტეფანო დომენიკალის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბევრი ადამიანი „ლამბორგინის“ მხოლოდ იმიტომ ყიდულობს, რომ მათ „ფერარიზე“ ხელი არ მიუწვდებათ“, - ამბობს მარკიონე.
Auto Bild

მართლაც, ყველამ იცის, რომ იოლი არ არის, გახდე „ფერარის“ ექსკლუზიური ოჯახის წევრი. თუ ამ კომპანიის რამდენიმე მოდელი არ შეგიძენია, მაშინ მისი ექსკლუზიური ავტომობილის შეძენის მცირე შანსსაც ვერ მიიღებ. მეორად ბაზარზე კი ექსკლუზიური ”კვიცები” ორმაგ და სამმაგ ფასში იყიდება.
  • „ლამბორგინის“ მყიდველებზე ქილიკის გარდა, მარკიონემ ასევე განაცხადა, რომ მისი კომპანია ატმოსფერული V12 ძრავების გამოყენებას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში აპირებს.
ამასთან, ზოგ მოდელზე ასეთ აგრეგატებს ელექტრო ძრავებსაც შეუწყვილებს. „ჩვენი მომდევნო ნაბიჯისგან ორი წელი გვაშორებს. ცოტაც მოიცადეთ“, - განაცხადა მარანელოელთა შეფმა, ვინც ამ ნაბიჯში, სწორედ V12 ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ახალი ავტომობილი იგულისხმა.

ასევე იხილეთ:
თქვენ როგორი ავტომოყვარული ხართ?
ავტომობილისტების კლასიფიკაცია და მძღოლების ტიპები

Auto Bild


ჯერემი კლარკსონის საყვარელი ავტომობილები - TOP 10
Auto Bild


ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-03-27 08:46:10
წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, ”ჰონდას” კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა
article image
Cat Image
2017-03-27 06:42:59
”ლენდ როვერმა” ახალი Discovery გამოუშვა და მსოფლიოში საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებს. ცხადია, ჩვენ ეს უნდა გადაგვემოწმებინა...
article image
Cat Image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სხვა სიახლეები
30.03.2017
ასეთი დარღვევისთვის, ესოდენ სოლიდური ჯარიმა რეკორდულია!
სრულად
29.03.2017
საბჭოური წარმოების სარბოლო ტექნიკა დასავლეთში იმაზე პოპულარულია, ვიდრე წარმოგვიდგენია.
სრულად
29.03.2017
მალე ფორმულა 3-ის ახალი სეზონი იწყება, რომელშიც, მიხაელ შუმახერის შვილი, 18 წლის მიკ შუმახერი მონაწილეობს.
სრულად
ახალი ნომერი