რამდენ კილომეტრს გადის ახალი, დასატენი პრიუსი?
რამდენ კილომეტრს გადის ახალი, დასატენი პრიუსი?
18.04.2017
მაშ ასე: ”ტოიოტა პრიუსი” Plug-in-ჰიბრიდის სახითაც გამოვიდა. მას სამი მოტორი აქვს და იტენება

”პრიუსი” ჩუმად და რბილად მიდის. კეთილი ელექტრომოტორი თავის საქმეს ბეჯითად აკეთებს, მანქანა გაზზე სპონტანურად რეაგირებს... უკაცრავად, გაზზე კი არა, გაზის პედალზე. განსაკუთრებით სასიამოვნო ის მომენტია, როცა შუქნიშანზე მწვანე აინთება და შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს ერთი მოსხლეტით ასწრებ.

Plug-in-ჰიბრიდულ ”პრიუსთან” პირველი შეხვედრისას საქმეს ძააალიან მშვიდად მივუდექით, რადგან გვინდოდა, გაგვეგო, რამდენ ხანს ივლიდა მანქანა მხოლოდ ელექტრონული სვლით და როდის ამუშავდებოდა ბენზინის ძრავა.
  • შედეგი: 38 კილომეტრი სუფთა ელექტრო-სვლით.
ეს საკმაოდ მისაღები შედეგია - მიუხედავად იმისა, რომ ”ტოიოტა” ოფიციალურად 50 კილომეტრს გვპირდება. ხომ იცით, ყველას აქვს ცოტათი გადაჭარბების უფლება...

Auto Bild
”პრიუსის” ახალი, Plug-in-ჰიბრიდული ვერსია ჩვეულებრივზე 10,5 სანტიმეტრით გრძელია

...იმიტომ, რომ რაც უნდა იყოს, ეს ”პრიუსი” 100-პროცენტიანი ელექტრომობილი კი არ არის, არამედ Plug-in-ჰიბრიდია. ანუ, ჰიბრიდიცაა და ცოტათი ელექტრომობილიც. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არის ”პრიუსი”, რომელიც შტეფსელიდანაც იტენება და სუფთა ელექტრონული სვლით, ანუ, შიგაწვის ძრავის გარეშე, როგორც ვნახეთ, 38 კილომეტრის გავლა შეუძლია. მისი ბატარეა გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი ”პრიუსისა”. ის მეტალჰიბრიდული ელემენტებით დადის (ტევადოვა: 1,31 კვ. სთ.) და სუფთა ელექტრონული სვლით მაქსიმუმ 2 კილომეტრის გავლა შეუძლია. Plug-in-ს კი უფრო თანამედროვე (და ძვირი) ლითიუმ-იონური აკუმულატორები აქვს - ტევადობით 8,8 კვ. სთ.

Auto Bild
ციფრული სპიდომეტრი და ელემენტების მაჩვენებელი - აქ ელექტრონული რეჟიმით მიდის

ელემენტები უკანა სავარძლის უკან, საბარგულის ქვეშაა დამონტაჟებული და აქედან გამომდინარე, საბარგულის მინიმალური მოცულობა მხოლოდ 360 ლიტრიღაა, მაქსიმუმი კი - 1204 ლიტრი. შედარებისთვის: ჩვეულებრივ ”პრიუსში” საბარგულის მოცულობა 501-დან 1633 ლიტრამდეა. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დასატენ ”პრიუსში” აკუმულატორების წონა 120 კილოგრამია, ჩვეულებრივ პრიუსში კი - 39 კილოგრამი. გამოდის, რომ ჯამში Plug-in-ჰიბრიდული ”პრიუსი” ჩვეულებრივზე 150 კილოგრამით მეტს იწონის. დამუხტვას (გნებავთ, დატენვას) 230-ვოლტიან შტეფსელში 3 საათი და 10 წუთი ჭირდება, სპეციალურ დასამუხტ სადგურზე კი - 2 საათი.

”პრიუსის” ამ ახალი ვერსიისთვის ”ტოიოტამ” ჰიბრიდული სისტემა მთლიანად განაახლა.
  • ამ სისტემაში შედის ბენზინის 1,8 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავა 98 ცხენის ძალით და ელექტრომოტორი (53 კვ, 72 ცხ. ძ.). სისტემური სიმძლავრე 122 ცხენის ძალას შეადგენს.
სიახლეა ისიც, რომ ელექტრონულ რეჟიმში ჰიბრიდული სისტემის გენერატორი ელექტრომოტორის რანგშიც მუშაობს (22,5 კვ, 31 ცხ. ძ.) და მანქანას დამატებით მუხტს აძლევს. შესაბამისად, ელექტრო რეჟიმში თქვენ განკარგულებაში სულ 92 ცხენის ძალა იქნება და ამ რეჟიმში Plug-in-ჰიბრიდული ”პრიუსი” მაქსიმუმ 135 კმ/სთ-ს განავითარებს.

Auto Bild
Plug-in-ჰიბრიდული ”პრიუსი” ჩვენმა ავტორმა, დირკ ბრანკემ გატესტა და ელექტრო-რეჟიმის რეალური რესურსი გამოთვალა

ჩვენი ტესტ-დრაივის დროს, შიგაწვის ძრავა პირველად 38 კილომეტრის გავლის შემდეგ ამუშავდა. და სწორედ 38 კილომეტრის შემდეგ გადაიქცა ეს ”პრიუსი” ჩვეულებრივ ”პრიუსად”. შესაბამისად, ისევ შევამჩნიეთ ის, რაც ჩვეულებრივ ”პრიუსს” სჩვევია: გაზის პედალზე წაჭერისას ჯერ ბრუნთა რაოდენობა იმატებს, მერე სისწრაფე. მაგრამ ეგ არაფერი - თუ გაზის პედალს სწრაფად და მაგრად არ მიაჭერ, ამას ვერც შეამჩნევ. ამასთან, ბენზინის ძრავა მხოლოდ მაშინაა ხმაურიანი, როცა მანქანა სწრაფად უნდა აჩქარდეს.

Auto Bild
EV-ღილაკი: დააჭერ და ”პრიუსი” მხოლოდ ელექტრო-რეჟიმით ივლის

პირველი შეხედვით, Plug-in-ვერსია ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ”პრიუსი” - თუკი შეიძლება, რომ მის დიზაინს ჩვეულებრივი ეწოდოს. მეორე შეხედვით კი რაღაცებს შეამჩნევთ. ის უკვე სერიულადაა აღჭურვილი წინა Matrix-LED-მაშუქებით და მანქანა 10,5 სანტიმეტრით უფრო გრძელია - ბატარეას მეტი ადგილი ჭირდებოდა. კოკპიტზე ნავიგაციის ეკრანი ახლა უკვე 8-დუიმიანია (ჩვეულებრივ ”პრიუსებში” 7-დუიმიანი). შენარჩუნებულია ორი 4,2-დუიმიანი ეკრანი, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციებს გვაწვდიან - ელემენტის მდგომარეობა, ენერგიის ზეგავლენა, ხარჯი და ა.შ. ”ტოიოტამ” საგრძნობლად გააუმჯობესა სალონის დამუშავების ხარისხი. ჯდომის პოზიცია წინ ტანმაღალ ევროპელებსაც შეეფერება და სივრცე უკანაც საკმარისია.

ცხადია, ”პრიუსის” Plug-in-ჰიბრიდული ვერსია ჩვეულებრივზე უფრო ძვირი ღირს - სადღაც 8 000 ევროთი მეტი. დიახ, შტეფსელ-პრიუსი ძვირი სიამოვნებაა...

Auto Bild
საბარგული: უკანა სავარძლის უკან მოთავსებული აკუმულატორების გამო, საბარგულის მინიმალური მოცულობა 501-დან 360 ლიტრამდე შემცირდა

Toyota Prius Plug-in-Hybrid
ძრავა: 4-ცილინდრიანი და ელექტრომოტორი; მოცულობა: 1798 სმ3; სიმძლავრე: ბენზინის ძრავა 72 კვტ (98 ცხ. ძ.)/ ელექტრომოტორი (გენერატორთან ერთად) 68 კვ (92 ცხ. ძ.); სისტემური სიმძლავრე: 90 კვტ (122 ცხ. ძ.); მაქსიმალური სისწრაფე: 162 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 11,1 წამში; ამძრაობა: წინა; ავზი/ბატარეა: 43 ლ/8,8 კვ. სთ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4645/1760/1470 მმ; საბარგულის მოცულობა: 360-1204 ლიტრი; წონა: 1605 კგ; საწვავის და ენერგიის ხარჯი (EU-Mix): 1,0 ლ. S + 7,2 კვ. სთ/100 კმ; გამონაბოლქვი: 22 გ/კმ.

Auto Bild
”ტოიოტა პრიუსი” Plug-in-ჰიბრიდული გახდა

მოკლედ და კონკრეტულად
  • ძალიან კარგია: Plug-in-ჰიბრიდული ”პრიუსი” აუცილებელი იყო.
  • არ მოგვწონს: ფასი მაღალია!
  • ჰმ...: დიზაინი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.
  • ვინ იყიდის: საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე თანამედროვე, ეკო-კორექტული ადამიანები.
დასკვნა
მეტის გადახდა იმისათვის, რომ 38 კილომეტრი ელექტრონული სვლით გაიარო - ვინც ასეთ ინვესტიციას განახორციელებს, შეუძლია თქვას, რომ სამსახურიდან სახლში და სახლიდან სამსახურში ეკოლოგიურად კორექტულად დადის. ოღონდ, სუფთა ეკო-სინდისი ძვირია.
დირკ ბრანკე

იხილეთ ვიდეო



ასევე იხილეთ:
გამხეცებული ტოიოტა კოროლა - 1 000 ცხენის ძალით!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
სათამაშო მანქანებმა ტოიოტას პიკაპი დაძრეს!
Auto Bild


რა შეუძლია ტოიოტას ახალ, პატარა ქროსოვერს?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
Toyota RAV4 - ყოველთვის გამორჩეული!
Auto Bild


ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს
ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ჰიბრიდული Toyota RAV4
ინოვაციური, კომფორტული, ეკოლოგიური

Auto Bild


ტოიოტა პრიუსი ცუდი გზებისთვის
Auto Bild


ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


გაიცანით ახალი Toyota Camry - ეს ის ”კამრი” აღარაა!
Auto Bild


ახალი „ტოიოტა ფორტუნერი“ - საახალწლო შეთავაზება
Auto Bild


TOYOTA C-HR - წარმატების ბრწყინვალე გაგრძელება
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ახალი ტოიოტა ფორტუნერი -

თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე
Auto Bild


ახალი ტოიოტა კოროლა,
მსოფლიო ბესტსელერი სპეციალურ ფასად

Auto Bild


Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად
და განსაკუთრებული საჩუქრებით

Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 საქართველოშია!
Auto Bild


ამერიკელმა ტოიოტას პიკაპით
1,6 მილიონი კილომეტრი ურემონტოდ გაიარა!

Auto Bild


ტოიოტა ისევ ნომერ პირველი კონცერნია!
Auto Bild


ლენდ კრუიზერი 6-ბორბლიან მონსტრად გადააკეთეს!
Auto Bild


TopGear Top 5: ყველაზე პრაქტიკული ყველგანმავლები
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild


წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild


ლეგენდარული „გზის მეფე“
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-05-26 08:39:05
პირველი ექსკლუზიური ფოტოები და ცნობები: BMW Concept 8 Series მდიდრულობას და სპორტულობას სრულყოფილად უნდა აერთიანებდეს.
article image
Cat Image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
სხვა სიახლეები
26.05.2017
პირველი ექსკლუზიური ფოტოები და ცნობები: BMW Concept 8 Series მდიდრულობას და სპორტულობას სრულყოფილად უნდა აერთიანებდეს.
სრულად
25.05.2017
ავტოსამყარო ძალიან საინტერესო ფილმის მოლოდინშია.
სრულად
25.05.2017
სინგაპურში უჩვეულო ავტოსალონი გაიხსნა, რომელიც ერთი შეხედვით, მრავალსართულიან ავტოსადგომს მოგაგონებთ.
სრულად
ახალი ნომერი